ჩანახატები

   
 როცა ჩემს მეგობარ ნოდარს ვკითხე,  თუ  რატომ ეწეოდა, მიპასუხა, რომ   ,,სიგარეტის ბოლი რომელსაც მე ამოვისუნთქავ, ჩემი დარდითააო სავსე. დარდნარევი ბოლი არ ქრება, ის ზემოთ ადის, ცაში…"  
    ის   ბევრს ეწევა, ანუ სევდანარევი ბოლიც ბევრია. ეს ბოლი ცაში ერთმანეთს ეწეპება და ხდება ღრუბელი. 
  ერთხელ წვიმაში ნოდარიმ ასეთი რამ  მითხრა  ,, როცა ჩემი სევდა იმხელაა რო ვეღარ დაიტევს ღრუბელი, ის მას უშვებს წვიმის სახით. მაგიტომაცაა წვიმა რომ მიყვარს.. ის მე მამშვიდებსო.."

Комментариев нет:

Отправить комментарий