пятница, 16 октября 2015 г.

სამტრედიის #2 საჯარო სკოლის პროექტი

    ყველამ ვიცით, რომ თამბაქო  მოზარდებში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
      ჩვენთვის მოწევა ძალიან ცუდ საქციელად ითვლება, ეს ხომ ძალიან ნელი თვითმკვლელობაა და ყველაზე საშინელი სახის ნარკომანია. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ამ პრობლემას ებრძოლონ. ზოგ ქვეყანაში სიგარეტის ღირებულება გაზარდეს, ზოგში კი სხვადასხვა ამკრძალველი კანონებიც მიიღეს, მაგალითად ზოგ ქვეყანაში არამწეველი პიროვნების ანაზღაურება უფრო მეტია ვიდრე მწეველის და სამსახურში მიღების დროსაც არამწეველს ენიჭება უპირატესობა, რადგან ის არ კარგავს დროს მოწევაზე და უფრო ეფექტურად მუშაობს. 
  სამტრედიის #2 საჯარო სკოლის სამი მეშვიდე კლასის მოსწავლე შევიკრიბეთ საქართველოს განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"  მონაწილეობის მისაღებად, კიდევ ერთხელ დავფიქრდით ამ საკითხზე და დავსახეთ სამოქმედო გეგმა.
 მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იკლებს, მთლიანობაში თამბაქოს პროდუქტთა მოხმარება იზრდება. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ერთი მილიარდი მწეველიდან 80% საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს.
     ევროპაში ეს ჩვევა უკვე "გოიმობად" ითვლება, ტარდება მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებები.  სამწუხაროდ საქართველოში ეს კულტურა ჯერ ვერ იკიდებს ფეხს, რაც  ჩვენ პირადად ძალიან გვაღიზიანებს. რადგან ამით ირღვევა არამწეველი მოსახლეობის უფლებები.

     ბევრი ამ მავნე ჩვევას იმით ამართლებს, რომ სიგარეტი და ნიკოტინი მათ სტრესის დროს ეხმარება და ნერვულ სისტემას აწყნარებს, ეს სრული სისულელეა, რადგან რეალურად აქ სიგარეტი არაფერ შუაში არ არის, ამ დროს ირთვება პლაცებოს ეფექტი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად იჯერებ, რომ ნიკოტინი გიშველის, გონებაც გადაერთვება ამ ფიქრებზე და პრობლემებზე ფიქრი წყდება. იგივე ეფექტი ექნება სხვა რამესაც, თუნდაც შოკოლადს, თუ მასზე იგივენაირად ვიფიქრებთ, როგორც სიგარეტზე.
   ასევე გვაღიზიანებს იმ მწეველთა საქციელი, ვინც "მაგარი ტიპობის" გამო იწყებს მოწევას, შემდეგ კი მშობლებისგან და ნაცნობებისგან ფარულად ეწევა, ეს კიდევ ერთი საკუთარი თავის დამამცირებელი საქციელია, რადგან გააზრებული გაქვს, თუ რამდენად ცუდ რამეს აკეთებ, მაგრამ მაინც არ ეშვები. მითუმეტეს როდესაც საკუთარი ფული არ გააჩნიათ და სიგარეტის სამათხოვროდ უცნობ ხალხს აწუხებენ. ეს პრობლემა მშობლების ბრალიცაა, რადგან ისინი იმის მაგიერ რომ აუხსნან თუ რა მავნებელია სიგარეტი მათი ჯანმრთელობისთვის, პირდაპირ მუქარაზე გადადიან, თან მათ თვალწინ აბოლებენ სიგარეტს. ბავშვი ხომ იმას აკეთებს,  რასაც უფროსები აჩვენებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახლგაზრდებში "მალე გაზრდის" სენი არის გამეფებული. ყველა ცდილობს, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს და ხშირად სწორედ ამ საშინელი საქციელით ცდილობენ ამის მიღწევას.
   ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სიგარეტის მიყიდვა არა სრულწლოვანისთვის ისჯება, მაგრამ ჯერ არ გვინახავს ისეთი მაღაზია, სადაც ამ წესს იცავენ, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კანონი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს, ახლა გვეტყვით, რომ ის გამყიდველი ცოდვაა, ისედაც ორ კაპიკზე მუშაობსო, მაგრამ გვირჩევნია იმ გამყიდველს კანონის დარღვევისთვის ორი კაპიკი მოაკლდეს, ვიდრე მის გამო რომელიმე ახალგაზრდამ სიცოცხლის დრო შეიმციროს. რესტორნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის და მსგავს ადგილებში უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები მწეველთათვის და უნდა გააქტიურდეს მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციები, ჩატარდეს ღონისძიებები არამწეველთა წასახალისებლად. 
 ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა მსოფლიოს ყველაზე მწეველი ქვეყნების დადგენის მიზნით ორწლიანი კვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ ამ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა.

ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისათვის მეტად სამარცხვინოა. 
    ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაცია ჩვენ ინტერნეტით შეევიტყვეთ. გვინდა მოწინავეები სხვა სფეროში ვიყოთ.   ჩვენი აზრით, ეს ინფორმაცია ყველაზე ხშირად უნდა ბრუნავდეს საქართველოს ტელევიზიასა და პრესაში. საზოგადოებას უფრო ხშირად ვახსენებდეთ  ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ და  ვსახავდეთ მისი დაძლევის გზებს. 
  ჩვენი სკოლის ფოიეში სკოლის დირექციასთან შეთანხმების შემდეგ პატარა ბანერი განვათავსეთ, რომელზეც  ეს ინფორმაცია განვათავსეთ, საოცარი  რეაქცია გამოიევია ამან მოსწავლეებში,  ყველა აღნიშნავს, რომ საჭიროა დავძლიოთ ეს მძიმე სენი და ხელი შევუწყოთ საზოგადოების გაჯანსაღებას.
სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა შემდეგი კითხვარით:

1. ეწევი თუ არა  სიგარეტს?
2. შენს ოჯახში თუ ეწვიან?
3.  იცი სიგარეტის მავნებლობის შესახებ?
4. უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა?
თუ ეწვი უპასუხე შემდეგ კითხვებს:
5. რამდენი  წლის იყავი, როცა პირველი ღერი სიგარეტი მოწიე?
6. თუ შეგიძლია დააკონკრეტე, რატომ მოწიე პირველი ღერი სიგარეტი?  
 ა) ინტერესის გამო   ბ) მამშვიდებს   .......
7. გიცდია სიგარტზე თავის დანებება?
  ა) არა ბ)კი, მაგრამ ვერ შევძელი   გ)კი და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევ თავს
8. სიგარეტის ფასი რომ გაიზარდოს 20%-ით,  შეეცდებოდი თუ არა სიგარეტზე თავის დანებებას?

გამოიკითხა სამტრედიის #2 სკოლის 200 მოსწავლე.
  აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 35% ოჯახში მეორადად შეისუნთქავს თამბაქოს კვამლს,  ხოლო 45% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  საგანგაშოა, რომ ჩვენს სკოლაში გამოკითხულ  მოსწავლეთა 40% ეწევა, თუმცა ამას ახერხებენ მშობლებისგან და უფროსებისგან დამალულად. 
მხარდაჭერა მოწევის აკრძალვისათვის გლობალურია, მითუმეტეს იმ ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა გაავრცელა, რომ საქართველო  მსოფლიოს  ყველაზე  მწეველი  ქვეყნების  რეიტინგში   მეოთხე ადგილზეა.   მოწევის აკრძალვას ეთანხმება ჩვენს სკოლაში გამოკითხულ რესპოდენტთა 60%.
 ჩვენი აზრით  სიგარეტის მოწევის ჩვევასთან საბრძოლველად საუკეთესო გზა იქნება მასზე ფასების გადიდება.  ჩვენი გამოკითხვით თუ სიგარეტზე ფასი 20%-ით მიმატებს, ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 10% ეცდება სიარეტის მოწევაზე თავის დანებებას, ხოლო  სიგარეტის მოწევას დაახლოებით 10-15% ით ნაკლები მოზარდი დაიწყებს.
  ამ საკითხებზე ჩვენ მოვამზადეთ პრეზენტაცია, რომელიც წარვადგინეთ  ჩვენი სკოლის ყველა კლასში. დავამზადეთ პატარა ბუკლეტები, რომლებიც გავაგრცელეთ   ჩვენი მოსწავლეებში.  ვგეგმავთ მის წარდეგენას სამტრედიის სხვადასხვა სკოლაშიც.


საქართველოში 31 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება 
გვინდა  საქართველოში ყოველი დღე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლით იყოს დაკავებული. ამ მიზნით ყოველდრიურად საქართველოს ტელევიაზასა და პრესაში კეთდებოდეს სხვადასხვა შინაარსის განცხადებები. სკოლებში კი უფრო ხშირად ტარდებოდეს ამ თემატიკაზე კონფერენციები, სემინარები, დისკუსიები...
ჩვენ  დიდ მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს, რომ  აღნიშნული საკითხის ირგვლივ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით ბლოგების კონკურსში ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"