ციკუარისტიკა

ექსპერიმენტული ციკუარისტიკა
ციკუარისტიკა - ეს არის მეცნიერება სიგარის შესახებ.
თავის წარმომავლობას ეს ტერმინი სიტყვა "ციკუარს"(ციკუარა, სიგარა)  უნდაუმადლობდეს.  ინდიელების  ერთერთი ტომის - მაიას ენაზე ეს სიტყვა აღნიშნავდა"ყველაფერს, რაც იწვის და იფერფლება". 
ფართო გაგებით, ციკუარისტიკა - ეს არის ცდა,შევაფასოთ სიგარის მოწევის კულტურის გავლენა საზოგადოებისა და ინდივიდისგანვითარებაზე.
 ციკუარისტიკა, როგორც ექცპერიმენტურ- გამოყენებითი სისტემა, ინტეგრირებულია თანამედროვე ფსიქოლოგიის ზოგიერთ მიმართულებაში. 
     
სიგარისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ამოძრავებდა ბილ კლინტონს, რის გამოც მან სამუდამოდ "გადაიკიდა" მეუღლე ჰილარი და ამერიკული საზოგადოების შედარებით კონსერვატიული ნაწილი. 
კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ჰილარი კლინტონმა  თეთრ სახლში მოწევა აკრძალა და პრეზიდენტის რეზიდენციის ყველა ოთახიდან და კაბინეტიდან საფერფლეების გატანა ბრძანა.
პრეზიდენტს მხოლოდ  თეთრ სახლში არ შეეძლო სიგარის მოკიდება.
როგორც კი პრეზიდენტს ამის საშუალება მიეცემოდა, ის სიამოვნებით თავისუფლდებოდა ნებისმიერი  შეზღუდვებისაგან და არ კარგავდა შანსს დაეკმაყოფილებინა საკუთარი ვნებები. კლინტონისთვის ასეთი შანსი საზღვარგარეთ დაგეგმილი საქმიანი შეხვედრებიიყო.
პლანეტის ყველაზე ცნობილი სიგარის მოყვარულის სტატუსი დღემდე შემორჩა უინსტონ  ჩერჩილს.  
ბრიტანელი პრემიერმინისტრის თანამებრძოლები თავიანთმემუარებში წერდნენ, რომ სერ უინსტონ ჩერჩილს შეეძლო დღეში 12-მდე სიგარა მოეწია
  მან სიგარა პირველად კუბაში გასინჯა.  ჩერჩილი იქ 1895 წელს ჩავიდა, როცა ცდილობდა"რეალურ ომში" მოხვედრილიყო და ნამდვილი სამხედრო კარიერა შეექმნა. ჰავანაში ორი ცნება: "სიგარა" და "კუბა" მისთვის სინონიმებად იქცა.


საზოგადოებისათვის სიგარა არცთუ იშვიათად გამხდარა ამბოხისა და რევოლუციის სიმბოლო. დროთა განმავლობაში ვნებები ცხრებოდა, რევოლუციონერები ხელისუფლებაში მოდიოდნენ, მეამბოხეები კი კონსერვატორები ხდებოდნენ, მაგრამ სიგარა მაინც იმაგრებდა საკუთარ პოზიციებს და ზოგჯერ  ლიდერის იმიჯის განუყოფელი   ნაწილიც კი  ხდებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий